საქართველოში კორონავირუსის 1 071 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 33 პაციენტი


  • საქართველოში კორონავირუსის 1 071 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 680 ადამიანი გამოჯანმრთელდა. კორონავირუსით გარდაიცვალა 33 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 29 985 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 16 333, „პისიარ“ ტესტით – 13 652.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 3,57 პროცენტი, ბოლო 14 დღის – 4,11 პროცენტი, ბოლო შვიდი დღის – 4,18 პროცენტი.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 336 840 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 317 069 გამოჯანმრთელდა, 4 602 კი გარდაიცვალა.

სულ აცრილია – 109 395 ადამიანი, დღიურად აცრილია – 3 866.

კარანტინის რეჟიმშია 80, სტაციონარში მეთვალყურეობას 4 270 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 701 პირი.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!