საქართველოში კორონავირუსის 504 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 27 პაციენტი


  • საქართველოში კორონავირუსის 504 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 2 038 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსითგარდაიცვალა 27 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 11 665 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 6 137, „პისიარ“ ტესტით – 5 528.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 4,32 პროცენტი, ბოლო 14 დღის – 4,9 პროცენტი, ბოლო შვიდი დღის – 3,84 პროცენტი.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 330 879 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 310 859 გამოჯანმრთელდა, 4 469 კი გარდაიცვალა.

ქვეყანაში სულ აცრილია – 89 260 ადამიანი, დღიურად აცრილია 738.

კარანტინის რეჟიმშია 67, სტაციონარში მეთვალყურეობას გადის 4 395 ადამიანი, ხოლო კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 657 პირი.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!