- საქართველოში კორონავირუსის 504 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 2 038 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსითგარდაიცვალა 27 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 11 665 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 6 137, „პისიარ“ ტესტით – 5 528.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 4,32 პროცენტი, ბოლო 14 დღის – 4,9 პროცენტი, ბოლო შვიდი დღის – 3,84 პროცენტი.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 330 879 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 310 859 გამოჯანმრთელდა, 4 469 კი გარდაიცვალა.
ქვეყანაში სულ აცრილია – 89 260 ადამიანი, დღიურად აცრილია 738.
კარანტინის რეჟიმშია 67, სტაციონარში მეთვალყურეობას გადის 4 395 ადამიანი, ხოლო კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 657 პირი.