- საქართველოში კორონავირუსის 1 409 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 1 256 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 27 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 40 275 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 27 699, „პისიარ“ ტესტით – 12 576.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 3,5%, ბოლო 14 დღის – 5,82%, ბოლო შვიდი დღის – 5,48%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 325 665 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 304 935 გამოჯანმრთელდა, 4 363 კი, გარდაიცვალა.
სულ აცრილია – 71 570 ადამიანი, დღიურად აცრილია 4 433.
კარანტინის რეჟიმშია 75, სტაციონარში მეთვალყურეობას 4 231 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 772 პირი.