- საქართველოში კორონავირუსის 1 089 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 1 489 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 18 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 18 622 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 8 710, პისიარტესტით – 9 952.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 5,71 პროცენტი, ბოლო 14 დღის – 5,84 პროცენტი, ბოლო შვიდი დღის – 6,71 პროცენტი.
ქვეყანაში სულ აცრილია – 61 319 ადამიანი, დღიურად აცრილია – 2 765.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 321 919 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 300 989 გამოჯანმრთელდა, 4 281 კი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმშია 72, სტაციონარში მეთვალყურეობას 4 386 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 812 პირი.