- საქართველოში კორონავირუსის 1 564 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 693 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 18 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 27 384 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 15 341, პისიარტესტით – 12 043.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 5,71 პროცენტი, ბოლო 14 დღის – 5,84 პროცენტი, ბოლო შვიდი დღის – 6,71 პროცენტი.
ქვეყანაში სულ აცრილია – 58 533 ადამიანი, დღიურად აცრილია – 3 846.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 320 830 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 299 500 გამოჯანმრთელდა, 4 263 კი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმშია 69, სტაციონარში მეთვალყურეობას 4 284 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 788 პირი.