საქართველოში კორონავირუსის 509 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 12 პაციენტი


  • საქართველოში კორონავირუსის 509 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში 1 200 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 12 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 7 476 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 3 111, „პისიარ“ ტესტით – 4 365.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 6,81%, ბოლო 14 დღის – 5%, ბოლო 7 დღის – 5,6%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 312 954 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 294 252  გამოჯანმრთელდა, 4 163 კი, გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმშია 89, სტაციონარში მეთვალყურეობას 4 114 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 790 პირი.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

four × 2 =

Akismet ანტისპამი