საქართველოში კორონავირუსის 988 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 21 პაციენტი


  • საქართველოში კორონავირუსის 988 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში 1 595 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 21 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 13 752 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 5 904, „პისიარ“ ტესტით – 7 848.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 7,18%, ბოლო 14 დღის – 4,99%, ბოლო 7 დღის – 5,47%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 312 445 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 293 052 გამოჯანმრთელდა, 4 151 კი, გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმშია 91, სტაციონარში მეთვალყურეობას 4 040 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 800 პირი.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

fourteen + three =

Akismet ანტისპამი