- საქართველოში კორონავირუსის 1 250 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 463 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 15 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 31 958 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 14 801, პისიარტესტით – 17 157.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 3,91 პროცენტი, ბოლო 14 დღის – 3,88 პროცენტი, ბოლო შვიდი დღის – 4,62 პროცენტი.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 302 785 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 284 749 გამოჯანმრთელდა, 4 007 კი გარდაიცვალა.
სულ აცრილია 36 056 პირი, დღიურად აცრილია – 1 559.
კარანტინის რეჟიმშია 242, სტაციონარში მეთვალყურეობას 3 566 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 706 პირი.