საქართველოში კორონავირუსის 580 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა ექვსი პაციენტი


  • საქართველოში კორონავირუსის 580 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში 215 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა ექვსი პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 29 729 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 16 531, „პისიარ“ ტესტით – 13 198.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 1,95% ბოლო 14 დღის – 1,81%, ბოლო შვიდი დღის – 1,85%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 283 369 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 274 145 გამოჯანმრთელდა, 3 804 კი, გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმშია 250, სტაციონარში მეთვალყურეობას 1 758 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 231 პირი.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

16 − 15 =

Akismet ანტისპამი