საქართველოში კორონავირუსის 369 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა ცხრა პაციენტი


  • საქართველოში კორონავირუსის 369 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 378 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა ცხრა პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 23 747 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 13 503, „პისიარ“- ტესტით – 10 244.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 1,55%, ბოლო 14 დღის – 1,53%, ბოლო 7 დღის – 1,33%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 276 436 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 269 384  გამოჯანმრთელდა, 3 674 კი, გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმშია 213, სტაციონარში მეთვალყურეობას 1 412 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 154 პირი.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!