საქართველოში კორონავირუსის 159 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა ორი პაციენტი


  • საქართველოში კორონავირუსის 159 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა ორი პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 13 730 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 9 275, ხოლო პისიარტესტით – 4 455.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: 1,16%, ბოლო 14 დღის – 1,53%, ბოლო 7 დღის – 1,41%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 275 148 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 268 565 გამოჯანმრთელდა, 3 650 კი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმშია 211, სტაციონარში მეთვალყურეობას გადის 1 358 ადამიანი, ხოლო კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 131 პირი.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 16 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!