საქართველოში კორონავირუსის 344 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 9 პაციენტი


  • საქართველოში კორონავირუსის 344 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.  ბოლო 24 საათში 240 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა ცხრა პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 32 090 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 21 945, ხოლო პისიარტესტით – 10 145.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 1,07 პროცენტი, ბოლო 14 დღის – 1,49 პროცენტი, ბოლო შვიდი დღის – 1,55 პროცენტი.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 274 721 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 268 004 გამოჯანმრთელდა, 3 643 კი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმშია 241, სტაციონარში მეთვალყურეობას გადის 1 316 ადამიანი, ხოლო კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 131 პირი.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!