საქართველოში კორონავირუსის 139 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 10 პაციენტი


  • საქართველოში კორონავირუსის 139 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში 129 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 10 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 6 351 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 3 464, „პისიარ“-ტესტით – 2 887

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 2,19%, ბოლო 14 დღის – 1,49%, ბოლო 7 დღის – 1,63%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 273 137 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 267 015  გამოჯანმრთელდა, 3 601 კი, გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმშია 252, სტაციონარში მეთვალყურეობას 1 383 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 114 პირი.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!