საქართველოში კორონავირუსის 133 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 12 პაციენტი


  • საქართველოში კორონავირუსის 133 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 276 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 12 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 10 678 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 5 456, პისიარტესტით – 5 222.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 1,25 პროცენტი, ბოლო 14 დღის – 1,65 პროცენტი, ბოლო შვიდი დღის – 1,25 პროცენტი.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 271 872 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 266 081 გამოჯანმრთელდა, 3 553 კი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმშია 316, სტაციონარში მეთვალყურეობას 1 426 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 150 პირი.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!