საქართველოში კორონავირუსის 337 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 10 პაციენტი


  • საქართველოში კორონავირუსის 337 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში ვირუსისგან 320 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 10 კი გარდაიცვალა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, საქართველოში გამოვლენილია კორონავირუსის 270 137 შემთხვევა, მათ შორის 264 047 გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა კი 3 485-ია.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში 25 436 ტესტი ჩატარდა, მათ შორის, ანტიგენის სწრაფი ტესტი – 17 311, პისიარტესტი – 8 125.

დადებითობის დღიური მაჩვენებელი 1,32 პროცენტია, ბოლო 14 დღის – 2,2 პროცენტი, ბოლო შვიდი დღის – 2,03 პროცენტი.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 304 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 1 542, კლინიკურ სასტუმროში რჩება 167 პირი.

ამასთან, 25 თებერვლის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 362 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 470 პაციენტი.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 16 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!