- საქართველოში კორონავირუსის 443 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში ვირუსისგან 461 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ექვსი კი გარდაიცვალა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, საქართველოში გამოვლენილია კორონავირუსის 269 438 შემთხვევა, მათ შორის 263 257 გამოჯანმრთელდა.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში 19 051 ტესტი ჩატარდა, მათ შორის, ანტიგენის სწრაფი ტესტი – 11 825, პისიარტესტი – 7 226.
დადებითობის დღიური მაჩვენებელი 2,33 პროცენტია, ბოლო 14 დღის – 236 პროცენტი, ბოლო 7 დღის – 2,36 პროცენტი. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 307 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 1 600, კლინიკურ სასტუმროში რჩება 193 პირი.