საქართველოში კორონავირუსის 396 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 19 პაციენტი


  • საქართველოში კორონავირუსის 396 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში ქვეყანაში გამოჯანმრთელდა 469 პაციენტი, ხოლო 19 პაციენტი გარდაიცვალა.

საქართველოში კორონავირუსის 268 097 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 261 066-ს შეადგენს, ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 3 425-ია.

ბოლო 24 საათში 18 015 ტესტი ჩატარდა, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტი – 11 021, „პისიარ“-ტესტი – 6 994.

დადებითობის დღიური მაჩვენებელი 2,2% პროცენტია, ბოლო 14 დღის – 2,6% პროცენტი, ბოლო 7 დღის – 2,4% პროცენტი.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 281 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 1 769, კლინიკურ სასტუმროში რჩება 228 პირი.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!