საქართველოში კორონავირუსის 357 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 9 პაციენტი


  • საქართველოში კორონავირუსის 357 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

ბოლო 24 საათში 652 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 9 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 19 345 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 12 173, პისიარტესტით – 7 172.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 1,85%, ბოლო 14 დღის – 3,06%, ბოლო 7 დღის – 2,76%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 265 557 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 258 093გამოჯანმრთელდა, 3 352 კი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმშია 212, სტაციონარში მეთვალყურეობას 1 948ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 238 პირი.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!