- საქართველოში კორონავირუსის 507 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 660 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 15 პაციენტი.
ქვეყანაში ჩატარდა 24 359 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 16 451, პისიარტესტით – 7 908.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 2,08 პროცენტი, ბოლო 14 დღის – 3,36 პროცენტი, ბოლო შვიდი დღის – 3 პროცენტი.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 264 665 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 256 684 გამოჯანმრთელდა, 3 336 კი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმშია 304, სტაციონარში მეთვალყურეობას 2 045 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 284 პირი.