- საქართველოში კორონავირუსის 557 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 639 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
კორონავირუსით გარდაიცვალა 10 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 21 890 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 13 380, პისიარტესტით – 8 510.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 2,54 პროცენტი, ბოლო 14 დღის – 3,5 პროცენტი, ბოლო შვიდი დღის – 3,23 პროცენტი.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 264 158 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 256 024 გამოჯანმრთელდა, 3 321 კი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმშია 386, სტაციონარში მეთვალყურეობას 2 083 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 290 პირი.