- საქართველოში კორონავირუსის 676 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში 1 441 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 11 პაციენტი.
ქვეყანაში ჩატარდა 19 989 ტესტი, მათ შორის, ანტიგენის სწრაფი ტესტით – 13 126, პისიარტესტით – 6 863.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 257 632 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 248 537 გამოჯანმრთელდა, 3 159 კი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმშია 530, სტაციონარში მეთვალყურეობას გადის 2 694 ადამიანი, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 311 პირი.