საქართველოში კორონავირუსის 537 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 494 პაციენტი


საქართველოში კორონავირუსის 537 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან 494 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 34 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 5 265 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 1 945, „პისიარ“ ტესტით – 3 320.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 236 028 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 224 189 გამოჯანმრთელდა, 2 728 კი, გარდაიცვალა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

12 − 5 =

Akismet ანტისპამი