- უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველოში კორონავირუსის 1 800 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 489 ადამიანი გამოჯანმრთელდა. გასულ დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 20 პაციენტი.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 233 879 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 223 276 გამოჯანმრთელდა, 2 666 პირი კი გარდაიცვალა.
ბოლო 24 საათში ჩატარდა 14 839 ტესტი, მათ შორის, ანტიგენის სწრაფი ტესტით – 8 253, PCR-ტესტით – 6 586.
კარანტინის რეჟიმშია 484 პირი, თვითიზოლაციაში კი 24 279.