საქართველოში კორონავირუსის 538 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 766 პაციენტი


  • საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსის 538 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 2 766 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 41 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 4 769 კვლევა ტესტით, მათ შორის, 1 955 კვლევა ანტიგენის ტესტით და 2 814 PCR ტესტით.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 222 143 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 206 313 გამოჯანმრთელდა, 2 418 კი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 427 პირი, თვითიზოლაციაში კი 35 123.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

ten − 3 =

Akismet ანტისპამი