- უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილის, ბერდია სიჭინავას ინფორმაციით, დღეს, საქართველოში კორონავირუსის 2 904 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 4 316 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 53 პაციენტი.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 206 907 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 175 842 გამოჯანმრთელდა, 2 055 კი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმში ამ დროისთვის 465 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 6 553, ხოლო კოვიდსასტუმროში – 1 971.