- უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსის 2 635 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 2 244 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 49 პაციენტი.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 204 003 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 171 526 გამოჯანმრთელდა, 2 002 კი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმში ამ დროისთვის 468 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 6 680, ხოლო კოვიდსასტუმროში – 2 183.