- საქართველოში კორონავირუსის 1 337 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე განახლდა.
საქართველოში ბოლო 24 საათში 3 498 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 49 პაციენტი.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 191 063 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 161 681 გამოჯანმრთელდა, 1 839 კი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმში ამ დროისთვის 986 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 6 912, ხოლო კოვიდსასტუმროში – 2 886.