- საქართველოში კორონავირუსით 39 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 1 342-ს შეადგენს.