- საქართველოში კორონავირუსის 4 426 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე განახლდა.
გამოჯანმრთელდა 3 721 ადამიანი.
ამასთან, ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 35 პაციენტი.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 132 368 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 110 049 გამოჯანმრთელდა, 1 230 კი გარდაიცვალა.
კარანტინში იმყოფება 2 033 მოქალაქე, 6 373 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, კოვიდსასტუმროში კი იმყოფება 3 945.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.