საქართველოში კორონავირუსის 3 824 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 851 პაციენტი


  • საქართველოში კორონავირუსის 3 824 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 3 851 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

კორონავირუსით გარდაიცვალა 33 პაციენტი.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 100 684 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 81 783 გამოჯანმრთელდა, 927 კი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 16 802 ადამიანი, ხოლო კოვიდსასტუმროში – 3 445. სტაციონარში მეთვალყურეობას გადის 5 976 პაციენტი.

საქართველოში გუშინ კორონავირუსის 3 768 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 4 055 პაციენტი.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!