- საქართველოში კორონავირუსის 3 697 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 2 409 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 38 პაციენტი.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 93 092 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 73 877 გამოჯანმრთელდა, 853 კი გარდაიცვალა.
ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირების 18 336 აქტიური შემთხვევაა. 5 833 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, ხოლო 8 985 ბინაზე. 3 518 პირი იმყოფება კოვიდსასტუმროში.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 2 186 ადამიანი, ხოლო თვითიზოლაციაში 49 047.