საქართველოში კორონავირუსის 3 157 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 230 პაციენტი


  • საქართველოში კორონავირუსის 3 157 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 3 230 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 30 პაციენტი.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 82 835 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 65 291 გამოჯანმრთელდა, 733 კი, გარდაიცვალა.

ამასთან, კარანტინის რეჟიმშია 2 326 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 5 592, ხოლო​ კოვიდსასტუმროში – 3 280.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

15 + 15 =

Akismet ანტისპამი