- საქართველოში კორონავირუსით 24 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 499-ს შეადგენს.
ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსის 2 927 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა 2 470 ადამიანი.