საქართველოში კორონავირუსის 1 943 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 833 პაციენტი


  • საქართველოში კორონავირუსის 1 943 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე განახლდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 44 522 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 1 833 პაციენტი, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 28 633.

ბოლო 24 საათში​ კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 20 პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 362-ს შეადგენს.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3 080 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობას გადის 4 253 ადამიანი, კოვიდსასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა კი 2 264-ს შეადგენს. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 16 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!