- საქართველოში კორონავირუსით 28 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.
საქართველოში „კოვიდ-19“-ით გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 335-ს შეადგენს.
ინფორმაციისთვის, დღეს, საქართველოში კორონავრუსის 1 791 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. შესაბამისად, ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა ჯამში 40 727-ს შეადგენს.
გამოჯანმრთელდა კიდევ 2 413 პაციენტი და საერთო რაოდენობა 25 104-ს შეადგენს.