- საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველოში კორონავირუსით 22 პაციენტი გარდაიცვალა.
გარდაცვლილთაგან 10 ადამიანი თბილისში გარდაიცვალა, აჭარაში – შვიდი, იმერეთში – ოთხი, ხოლო სამცხე-ჯავახეთში – ერთი ადამიანი.
საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 307-ს შეადგენს.