- საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან კიდევ 14 პაციენტი გარდაიცვალა და მათი რაოდენობა 215-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული.
ინფორმაციისთვის, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1872 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. შემთხვევათა რაოდენობა 30303-ს შეადგენს. გამოჯანმრთელდა კიდევ 603 პაციენტი და საერთო რაოდენობა 11370-ს შეადგენს.