- საქართველოში კორონავირუსის 887 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 15327 -ს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული.
გამოჯანმრთელდა 246 პაციენტი, შესაბამისად გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 7 613 შეადგენს.
კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში კიდევ 11 პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 124-ს შეადგენს.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 721 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობას გადის 836 ადამიანი, კოვიდსასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა კი 1 090-ს შეადგენს.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
გუშინ საქართველოში კორონავირუსის 919 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.