საქართველოში კორონავირუსისგან 38-ე პაციენტი გარდაიცვალა


  • საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი, 38-ე პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული.

პაციენტი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებულ შემთხვევათა საერთო რაოდენობა 6 192-ს შეადგენს, გამოჯანმრთელებულია 3 120 პაციენტი.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

20 + eighteen =

Akismet ანტისპამი