- საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი, 38-ე პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული.
პაციენტი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებულ შემთხვევათა საერთო რაოდენობა 6 192-ს შეადგენს, გამოჯანმრთელებულია 3 120 პაციენტი.