- საქართველოში კორონავირუსით 27-ე პაციენტი გარდაიცვალა. პაციენტი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა. გარდაცვლილი 54 წლის მამაკაცია.
მედიის ინფორმაციით, კორონავირუსით გარდაცვლილ პაციენტს სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ცხელება და ფილტვის 80% დაზიანება აღენიშნებოდა.
დღეს, საქართველში კორონავირუსის 265 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 4664-ს შეადგენს.