- საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 152-ით გაიზარდა და 2227 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული.
რაც შეეხება გამოჯანმრთელებულთა რიცხვს, ქვეყანაში კორონავირუსისგან კიდევ 6 ადამიანი გამოჯანმრთელდა. შესაბამისად, მათ რაოდენობა 1369-ს შეადგენს.
კარანტინის რეჟიმშია 5882 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 390პირი.
ქვეყანაში კორონავირუსით 19 ადამიანი გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.