- საქართველოში კორონავირუსის 158 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 2075 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
გამოჯანმრთელდა 9 პაციენტი – განკურნებულთა რაოდენობა სულ 1 363-ს შეადგენს.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5882 მოქალაქე სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 390 უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 41. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.