- საქართველოში კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 1 621 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 8-ით გაიზარდა და 1 302-ს შეადგენს.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6 144 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 292
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.