- საქართველოში კორონავირუსის 28 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა1596 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 15-ით გაიზარდა და 1294-ს შეადგენს.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6250 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 289
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.