საქართველოში კორონავირუსის 18 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 19 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა


  • საქართველოში კორონავირუსის 18 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 1487 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

გამოჯანმრთელებულების რაოდენობა კი 19-ით გაიზარდა და ამჟამად 1240-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5524 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 221.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

two × one =

Akismet ანტისპამი