საქართველოში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 2 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა


  • საქართველოში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ჯამში, ინფიცირებულთა რაოდენობა 1216-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ცენტრი ავრცელებს.

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 2-ით გაიზარდა და 996-ს შეადგენს.

კარანტინის რეჟიმში 7166 მოქალაქე იმყოფება.

კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

nine + thirteen =

Akismet ანტისპამი