- საქართველოში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ჯამში, ინფიცირებულთა რაოდენობა 1216-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ცენტრი ავრცელებს.
რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 2-ით გაიზარდა და 996-ს შეადგენს.
კარანტინის რეჟიმში 7166 მოქალაქე იმყოფება.
კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.