- საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 3-ით გაიზარდა და 951 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.
რაც შეეხება გამოჯანმრთელებულთა რიცხვს, ქვეყანაში კორონავირუსისგან კიდევ 3 ადამიანი გამოჯანმრთელდა. მათ რაოდენობა 828-ს შეადგენს.
კარანტინის რეჟიმშია 3569 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 199 პირი. ქვეყანაში კორონავირუსით 15 ადამიანი გარდაიცვალა.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.